0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დოროყაშვილი სპორტსმენის პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალის გასაჯაროებაზე თავის შეკავების სანაცვლოდ 100 ათას ლარს იღებდა”- ძალადობა თუ შანტაჟი?

დღეს სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, 100 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. 

სპორტსმენის ყოფილი მეუღლე ბასილაშვილს მასზე ბავშვის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კონფლიქტში ყოფილი მამამთილიც იყო ჩართული. 

ბასილაშვილის ოჯახი კი დაპირისპირების მიზეზად შანტაჟს ასახელებს და ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. 

ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებობს ოფიციალური კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სპორტსმენი ნეკა დოროყაშვილს 100,000 ლარს უხდის. ოჯახის ახლობლების მტკიცებით, ამ თანხას დოროყაშვილი სპორტსმენის პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალის გასაჯაროებაზე თავის შეკავების სანაცვლოდ იღებს. მან სწორედ ამ თანხის გასამმაგება მოითხოვა და ამისთვის შანტაჟს მიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საპატრულო პოლიციამ 22 მაისს, საკუთარი სახლიდან წაიყვანა. გამოძიების მტიცებით, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნეკა დოლოყაშვილზე ფიზიკურად იძალადა. პროკურატურა მისთვის წინასაწრი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად არ ჩათვალა და სპორტსმენი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 

გამოძიება სსკ-ის 125 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სპორტსმენს 3 წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ემუქრება.

ბრალდებულის ადვოკატების თქმით, მეუღლეებს შორის შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია და პროკურატურას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია.

ნეკა დოლოყაშვილი მთავართან სატელეფონო საუბარში ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. სპორტსმენის ყოფილი მეუღლე ხვალ, ადვოკატებთან ერთად, სპეციალური პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს. 

ნიკა ბასილაშვილის ოჯახის გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, როცა ნეკა დოროყაშვილი ოჯახისთვის ფინანსური თუ მორალური ზიანის მიყენებას ცდილობს. მას ადრეც უჩივლია ყოფილი დედამთილისთვის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით. ამ შემთხვევაში სასამართლომ ბასილაშვილის დედა გაამართლა.

საქმის გამოძიებაში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. 

საქმის მომდევნო განხილვა 16 ივლისისთვისაა ჩანიშნული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები