0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აჭარა მწვანე ზონა გახდა

აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, თუმცა ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

„ბოლო ორი ინფიცირებული განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. 30 აპრილის შემდეგ, რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ესაა საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს არაა მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ერთად, გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების განუხრელად შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მიერ. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ეპიდრეგიონი, იყო საკმაოდ მომეტებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან რამდენიმე ათეული საკარანტინე სივრცე მოეწყო. მიუხედავად ყველაფრისა, პირველ რიგში მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შევძელით, რომ კარგად, ეფექტურად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი. უსაფრთხო რეგიონისა და მწვანე ზონის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებისას. ამიტომ ყველას გვმართებს, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები და ფრთხილად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და ვუმასპინძლოთ ტურისტებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...