0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შეიძლება დაგვჭირდეს ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოში სასწავლო პროცესის შეჩერება, გარკვეულ პერიოდებში, ახალ სასწავლო წელსაც გახდეს აუცილებელი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მოქმედება, ახლა, დიდი ალბათობით, ზაფხულისკენ სიტუაცია შეიძლება სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით და მსოფლიო მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ იქნება მეორე ტალღა და მესამე ტალღა. ანუ, კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, ამიტომ ეს შეზღუდვები როგორიცაა მოკლევადიანი ვთქვათ ამა თუ იმ ადგილის და არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში ვთქვათ სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის დაკეტვა. ფრენების აკრძალვა და ა.შ. საჭირო იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“ვიცით, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გარკვეული ღონისძიებები შეამსუბუქეს, მაგალითად საფრანგეთში რა მოხდა, მოგეხსენებათ გაიხსნა სკოლები და ბაღები და ისევ იფეთქა ვირუსმა და ერთდროულად 80-მდე ბავშვი დაინფიცირდა. ამიტომ, სანამ გაჩნდება ვაქცინა და გაჩნდება იმუნური ფენა, შემზღუდველი ღონიძიებების გატარება საჭირო იქნება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები