საზოგადოება
კომპანია AstraZeneca კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მიწოდებას სექტემბერში დაიწყებს
2020-05-21 22:07:05
ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 400 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ი მზად არის უახლოეს თვეებში პრეპარატის მიწოდებაზე დამატებითი შეთანხმებები გააფორმოს, რათა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია AstraZeneca-მა აშშ-ის ბიომედიცინის სფეროში პერსპექტიული გამოკვლევების სამსახურისგან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო, რომლის მიზანი ვაქცინის შემოდგომისთვის შექმნა, წარმოება და მიწოდებაა.
კომენტარები