საზოგადოება
კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვაზე 15 ადამიანი დაინფიცირდა
2020-05-21 14:20:39
ინდონეზიაში, სიდოარჯოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობამ სპეციალისტების რეკომენდაციები უგულებელყო და კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ჩვეული წესით დაკრძალა, რის შედეგადაც ვირუსი რიტუალის 15 მონაწილეს დაუდასტურდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი კორონავირუსით მაისის დასაწყისში გარდაიცვალა. პლასტიკის პარკში გახვეული ცხედარი, ხის კუბოთი მის საცხოვრებელ ადგილზე მიიტანეს. ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, გარდაცვლილის ნათესავებმა და მეზობლებმა დაკრძალვის ტრადიციული რიტუალი ჩაატარეს, ცხედარი პარკიდან ამოიღეს და განბანეს. ამის შედეგად კორონავირუსით რიტუალის 15 მონაწილე დაინფიცირდა.
წყარო
კომენტარები