საზოგადოება
გაძვირდება თუ არა მგზავრობა
2020-05-19 20:48:46
საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში სავარაუდოდ 1-ლი ივნისიდან ამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პირველ ეტაპზე მხოლოდ მეტროსა და საქალაქო ავტობუსების მოძრაობა აღდგება, თუ მიკროავტობუსებისაც,
„დეტალურად ინფორმაცია მერიამ უნდა მოგვაწოდოს და ჯერჯერობით არანაირი საბუთი არ მოსულა. ვარაუდობენ, რომ პირველიდან უნდა გავიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ მიკროავტობუსები გავლენ თუ არა, ეს არ არის ჯერ ცნობილი,” – გვითხრეს „თბილისის მიკროავტობუსში”.
გარდა ამისა, კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან ერთად მგზავრობის ფასი გაიზრდება.
„არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა საერთოდ,” – განუცხადეს კომპანიაში
წყარო:„რეზონანსსი"
კომენტარები