1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად დაასახლეს.

თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად დაასახლეს. ზოოპარკის ადმინისტრაცია, განმარტავს ტუ რატომ მოიქცნენ ასე.

„ეს ამბავი ხშირად მავანთა შეშფოთებას იწვევს. პერიოდულად შეშფოთება აღშფოთებაში გადაიზრდება-ხოლმე და მერე გვიწევს ვრცელი ახსნა-განმარტებების წერა. ამიტომ, ერთ პოსტს ამ სახეობების თანაცხოვრებას მივუძღვნით. დათვები და მგლები ბუნებაშიც მეზობლები არიან. ვერ გეტყვით, რომ დიდი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება და სტუმრიანობა აქვთ გაჩაღებული, მაგრამ, ფაქტია, რომ ხშირად გადაეყრებიან-ხოლმე ერთმანეთს ტყის ბილიკებზე და ბუნებრივად იყოფენ საარსებო არეალს.

არა, ჩვენი დათვები და მგლები არ ჩხუბობენ! კი, ხანდახან კინკლაობენ, თუ დათვებს მგლების ხორცზე წაუცდებათ თათები, ან მგლები ვერ გაუძლებენ დათვების ვაშლების ცდუნებას, მაგრამ ხომ გაგიგიათ ძველი ზოოპარკული ანდაზა - დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო, ჰოდა, ასეა აქაც.

დიახ, ეს ცხოველები ერთმანეთთან თამაშობენ-კიდეც. თანაც როგორ?! შეიტან ვოლიერში რაიმე დათვურს, მაგალითად თაფლიან მორს, მწვანე ბალახს, ჩირს და მიესევიან მგლები, თითქოს რამის მჭამელები იყვნენ იქიდან. ბუზღუნებენ დათვები და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ბოლოს მაინც დათვები მიირთმევენ, რა თქმა უნდა. აბა, მგელს რა ჯანდაბად უნდა თაფლი და ტკბილეული? სამაგიეროდ, ამ ორომტრიალში დათვები ზედმეტ ქონებს წვავენ და კი არიან მერე ალპინისტებივით - მათთვის ხის დაულაშქრავი კენწერო არ არსებობს!

და ბოლოს, იმგვარი ცხოველების საერთო ვოლიერში მოთავსება, რომლებიც ერთმანეთს არ ვნებენ, ცუდი არ არის. პირიქით, კარგია. ეს სოციალური ცხოველების სოციალიზაციისთვისაა საჭირო. ერთად დასახლებული სხვადასხვა სახეობის ცხოველები მუდმივად ტონუსში არიან, თამაშობენ, დარბიან... კი, ხანდახან შეუღრენენ-კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის დრო აღარ რჩებათ და სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ.

მოკლედ, როცა ჩვენს ზოოპარკში გადაღებულ დათვებისა და მგლების ერთობლივ ფოტოს გადააწყდებით, ასჯერ დაფიქრდით და შემდეგ აჯაჯღანდით. საერთოდაც, მარტო ჩვენს შემთხვევაში კი არა, ყოველთვის ასე თუ მოვიქცევით, აჯობებს“ - წერია ზოოპარკის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...