1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უბედური შემთხვევა სალოსის ქუჩაზე - პოლიციის მანქანა ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა

დღეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უბედური შემთხევა მოხდა - პოლიციის მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. საპარტულო პოლიციის მანქანა, რომელიც ავარიის დროს დაზიანდა, ისევ შემთხვევის ადგილზე რჩება.

საგამოძიებო სამსახურის მანქანა ახალგაზრდა მამაკაცს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა, ამას შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელებიც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საგამოძიებო სამსახურის მანქანა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა.  

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები