1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დარჩი სახლში” მგონი უნდა დარჩეს, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სლოგანი “დარჩით სახლში” ძალაში უნდა დარჩეს და ადამიანები სახლიდან აუცილებელი საქმის გარეშე არ უნდა გავიდნენ.

“დარჩი სახლში — მემგონი უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ. რამოდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავლობა, ქუჩებში, ეზოებში, მე მოსახლეობას ვთხოვდი, მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია, ჯერ ჯერობით, კვლავ მეტნაკლებად თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ”, — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ მონაცემები სტაბილური დარჩება, შეგვეძლება თქმა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პირველი შემოტევა გადაილახა. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ "არ უნდა გავთამამდეთ და თვითშეზღუდვები დავიწესოთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები