საზოგადოება
,,იქნებ სასწაული მოხდეს და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ“- ზურაბ დოიჯაშვილის ცოლის პირველი კომენტარი
2020-05-19 11:28:07
მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მომღერალი ისრაელში, კლინიკაში აპარატზეა მიერთებული. xnews.ge ზურას მეუღლის, ქეთი ვადაჭკორიას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ზურას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.
„სამი კვირის წინ გადავიყვანეთ კლინიკაში დიაგნოზით – ფილტვების და ბრონქების ობსტრუქცია. აქვს დიაბეტი, აწუხებს გული. მდგომარეობა გაურთულდა. ზურასთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება ძნელია. არადა, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში, თავშესაფარიც არ გვაქვს“, – ამბობს ქალბატონი ქეთი ინტერვიუში.
ზურა ისრაელში გამგზავრებამდე მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და ბანკში დაბალპროცენტიანი სესხის გაკეთება სთხოვა.
„მამუკამ არ გაუკეთა და ნაწყენი იყო“, – ამბობს ქეთი ვადაჭკორია.
კომენტარები