1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხარაგაულში საავტომობილო გზის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისა-შორაპნისსაავტომობილო გზის მშენებლობაზე დაშავებულ მუშას ზესტაფონის საავადმყოფოში ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე ბულდოზერის ოპერატორს ტრაქტორმა გადაუარა.  

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ადგილზე უსაფრთხოების ზომები დარღვეული. ცნობილია, რომ ადგილზე საავტომობილო გზის მშენებლობას ჩინური კომპანია აწარმოებს.

"ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. შესაბამისად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გაირკვევა დეტალები. წინასწარი მონაცემებით, დაზარალებული ჩამოვიდა მისი ბულდოზერიდან და მოხდა უბედური შემთხვევა. ექსკავატორის მძღოლმა გადაუარა ფეხზე.

შესაბამის დახმარებას გავუწევთ, როგორც მოგეხსენებათ ამ სამუშაოებს გააჩნია დაზღვევა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულს დავეხმაროთ," - განაცხადა იმერეთის რწმუნებულის წარმომადგენელმა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ყველა ხარჯს კომპანია გაწევს.

ექიმ ვახტანგ ლაშხის თქმით კი, პაციენტისთვის მარჯვენა ფეხის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

"ტრაქტორმა გადაუარა ორივე ფეხზე, როგორც თვითმხილველები ამბობენ. ერთ ფეხზე მძიმე დაზიანება იყო და წვივთან ამპუტაცია ჩატარდა. მეორე ფეხმაცმიიღო სერიოზული დაზიანებები, თუმცა კიდური სიცოცხლისუნარიანია," - განაცხადა ექიმმა ვახტანგ ლაშხმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები