საზოგადოება
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 91 ადამიანი დაიღუპა, 8 926 კი დაინფიცირდა
2020-05-18 19:58:54
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 91 ადამიანი ემსხვერპლა, რის შედეგადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 2 722-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით კიდევ 8 926 ადამიანი დაინფიცირდა და მათმა საერთო რაოდენობამ 290 678 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. 12 მაისს კორონავირუსით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი დაინფიცირდა.
კომენტარები