საზოგადოება
ლევან რატიანი: შესაძლებელია, კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს კორონავირუსით ინფიცირება
2020-05-18 19:48:45
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა:
„ამ ვირუსთან ერთად ცხოვრების გაგრძელება მოგვიწევს, ის თავის ბიოლოგიურ აგრესიულ ბუნებას შეარბილებს, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი ეგუება მას, იმუნიტეტი უყალიბდება და შესაძლებელია, მოვლენები ბანალურად განვითარდეს და კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს, ისე გადალახოს ამ ვირუსით ინფიცირება“, - აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ვირუსი, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციები გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებიან.
„ვირუსების ჭარბი გამოვლენა სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ამ ვირუსს კაცობრიობამ იგნორი გაუკეთოს. ისეთი აფეთქება, როგორსაც ველოდით და გაფრთხილებულები ვიყავით, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა, ამ ეტაპამდე ეს ტენდენცია არ ჩანს. იმედია, ასე გაგრძელდება და მშვიდობიანი ზაფხული გვექნება“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირქტორმა.
კომენტარები