საზოგადოება
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ქალბატონი 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში
2020-05-18 09:44:07
საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი მანონი არევაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი „შოთოსიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ავრცელებს.
გვერდის ცნობით, ქალბატონი 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში.
"გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში-ათენში. მანონი არევაძე რომელიც 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
აქვე გთავაზობთ გარდაცვლილის მეუღლის ლექსს რომელიც მოგვაწოდა და მის ხსოვნას მიუძღვნა:
ვუძღვნი მეუღლის ხსოვნას!
ჩემი ლამაზი ქალია
წავიდა როგორც ქარია
რომ ზდიო ვერ დაეწევი
მითხარ რა მისი ბრალია.
საავადმყოფოდან გამოსულს
შევხვდი მე, მისი ქმარია
ჩავეხუტე და ვეფერე
ეს სიყვარულის ბრალია.
მან სიყვარულით შემხედა
სევდით აევსო თვალია
საუბრით ნელა მიმავალს
გზად დაუბნელდა თვალია,
შველა ითხოვა მაგრამ მე
ვერ დავეხმარე ვერა და
საავადმყოფოში შევედით
გამოსვლა იქნა ძნელადა.
ის სამოთხისკენ წავიდა
იქვე გაიყო გზებია
მან სხვა ცხოვრება ისურვა
ჩემი კი ძალზე ძნელია.
მე მონატრება გადამრევს
თვალზე არ შრება ცრემლია
ვერ გადავიტან მის წასვლას
ეს ჩემთვის ძალზე ძნელია.
ჩემი ლამაზი ქალია
წავიდა როგორც ქარია
ვეღარ მოვა და ვერ გვნახავს
ეს ექიმების ბრალია...
((((((მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა.
ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.)))))
"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"
კომენტარები