საზოგადოება
ხვალიდან იტალიაში რესტორნები, მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნება
2020-05-18 00:08:20
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. გეგმის მიხედვით, 18 მაისიდან ქვეყანაში მაღაზიები, სილამაზის სალონები და რესტორნები გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველა ამ დაწესებულებაში მკაცრი წესები იმოქმედებს, ყველაზე მთავრი კი ადამიანებს შორის სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა.
იტალიამ შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან დაიწყო. ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.
კომენტარები