1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომს გახდის

თამბაქოს კონრტროლის ალიანსის განცახდებაშია ნათქვამი.

„ცვლილების პროექტით, თუთუნის გაყიდვა 50 და 100-გრამიანის მსგავსად, 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვება. აღსანიშნავია, რომ თუ, ჯერ კიდევ გასულ წელს, დეპუტატების გოგა გულორდავას და გურამ მაჭარაშვილის ინიცირებული კანონპროექტით 30 და 15 გრამიანი შეფუთვის დამატებას მოითხოვდნენ, 2020 წლის 18 თებერვალს იმავე პარლამენტარების მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივაში მოთხოვნა მხოლოდ 15 გრამიან შეფუთვაზეა“, 

არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო ცვლილების პროექტს აპროტესტებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით, მიზანმიმართულად ცდილობენ თამბაქოს კონტროლის კანონის დაშლას.

„კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სიცრუის და ცინიზმის ნაზავია, რადგან ინიციატორების მტკიცებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება,თურმე არც ევროდირექტივას ეწინააღმდეგება და თამბაქოს კონტროლის კანონთან წინააღმდეგობაშიც არ მოდის.

1. ინიციატორის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმიტომ მოამზადეს, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ერთი კოლოფი სიგარეტის დასამზადებლად საჭირო თუთუნი.არადა, „თამბაქოს კონტროლის“ კანონის მთავარი მიზანი და არსია თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილების და მისი მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება. გულორდავა-მაჭარაშვილის სახელით ინიცირებული ცვლილება სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოა, ცდილობენ, თუთუნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ამასთან, ერთი კოლოფი სიგარეტის წარმოებისთვის მხოლოდ თუთუნი არ კმარა და ფასიც გაცილებით მეტია ვიდრე 50 გრ. შეფუთვა მხოლოდ თუთუნი. დღეის მონაცემებით, 50 გრამიანი შეფუთვით თუთუნი მომხმარებელს სამი-ოთხი ლარი უჯდება, 15 გრამიანი შეფუთვა სავარაუდოდ 1-1.5 ლარი ეღირება. ანუ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 50 და 100 გრ შეფუთვა სწორედ ამ ხელმისაწვდომობის პრევენციას და უკვე არსებული მომხმარებლების შემცირებას ისახავდა მიზნად.

2. ავტორების მტკიცებით, კანონპროექტი საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას არ გამოიწვევს. არადა, აღმოვჩნდებით იგივე სიტუაციაში, რაც გასული წლის პირველ ნახევარში გვქონდა, ანუ ბოლომდე გაუთვლელი პოლიტიკის გამო, მწეველების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხელით გასახვევი თამბაქოს ანუ თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა. ამ ჯერჯერობით ლეგალური და ლეტალური პროდუქტის ერთადერთი სარგებელი შეიძლება იყოს მისგან მაქსიმალური საბიუჯეტო შემოსავლის მიღება, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოხდება, რადგან მწეველების დიდი არმია, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები დაიწყებენ,ხოლო სხვა მომხმარებლები გადავლენ ამ ძალიან იაფი და საეჭვო გადამუშავების პროდუქტის მოხმარებაზე, რადგან მისი ფასი 3-4 ჯერ ნაკლები იქნება თამბაქოს სხვა ნაწარმთან შედარებით და საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაზეც პასუხისმგებლობა მოუწევს არა მხოლოდ გულორდავა-მაჭარაშვილს (რომლებიც დათანხმდნენ „ზემოდან“ მიცემულ დავალებას კონკრეტული ადგილობრივი თამბაქოს წარმოების სასარგებლოდ მოეხდინათ ამ ცვლილების ინიცირება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც კი არ წამოუყენებიათ ეს ინიციატივა), არამედ მთელს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც სწორედ „თამბაქოს კონტროლის“ კანონში 2017 წელს შეტანილი ისტორიული ცვლილებებით ამაყობს, რასაც ახლა ძირს უთხრის გულორდავა-მაჭარაშვილის ინიციატივების მსგავსი გაუაზრებელი მოქმედებები.

3. მტკნარი სიცრუეა, თითქოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროკავშირში თუთუნის მინიმალური სტანდარტული შეფუთვა 30 გრამია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომობას ზღუდავს. ასევე, ევროკავშირში ფისკალური ტვირთი ჩვენთან შედარებით მაღალია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან და მწეველობის ჯერ საკმაოდ მაღალი გავრცელების გამო, საქართველოში თუთუნი 50-100 გრ. შეფუთვით ყველაზე ოპტიმალურია.

4. ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით კრიზისულ პერიოდში 17 მარტს გაიტანეს. პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს წინააღდეგი იყო მხოლოდ ერთი დეპუტატი და მმართველი გუნდიდან შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა11 დეპუტატმა, ექვსი ფრაქციის გარეშე დეპუტატმა და შვიდმა ოპოზიციურმა დეპუტატმა. ახლა, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამ საკითხის წამოწევა და მეორედ გატანა ფორსირებულად ხდება, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს მაშინ, როდესაც მთავრობა და ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ ზომად თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისკენ მოუწოდებენ. კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე არსებული მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ მწეველები 2.4-ჯერ მეტად საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობას და იღუპებიან ვიდრე არამწეველები. ამიტომაც პარლამენტარების დღევანდელი მოქმედება ყოველგვარ ლოგიკას და საღ აზრს სცილდება.

5. მაშინ, როდესაც თითქმის წელიწადია ველოდებით „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების შესახებ საპარლამენტო მოკვლევის შედეგების დამტკიცებას, განსაკუთრებით საეჭვო ჩანს საგანგებო მდგომარეობაში კორუფციული გარიგებების ნიშნების მატარებელი, კანონპროექტის პრიორიტეტულად განხილვა.

ამიტომაც ყოველგვარი ფინანსურ-ეკონომიკური გათვლების გარეშე,საგანგებოდ კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტზე მორგებული ქმედების გამო, მოვითხოვთ:

1. ზემოაღნიშნული კანონპროექტი ავტორებმა დაუყონებლივ გაიწვიონ პარლამენტიდან;

2. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მივმართავთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ამ პროცესში შესაძლო სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის მოკვლევა;

3.პარლამენტმა, უახლოეს სასესიო სხდომაზე მოახდინოს „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების მოკვლევის შედეგების და რეკომენდაციების დამტკიცება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...