1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა

ზუგდიდში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ორივე მათგანი ტრაილერის მძღოლის კონტაქტია.

ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამი წევრი რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობს. ერთი ასაკოვანი ქალია, ხოლო ორი მცირეწლოვანი ბავშვი. თავად კაცი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს. ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1-ელ მაისამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ ფოთში, თბილისსა და ბოლნისში შიდა გადაზიდვები განახორციელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები