1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია მეორე: ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, სადაც ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, იქ სიხარული და სიყვარულია

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია და სიყვარულია, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, - ბრძანა პატრიარქმა.

17 მაისს ქართული ეკლესია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები