მსოფლიო
საშიშია თუ არა აუზით სარგებლობა პანდემიის დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ
2020-05-17 21:54:45
იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა აუზის დეზინფექცია მთელ მსოფლიოში ძირითადად ქლორის მეშვეობით ხდება და მის მიმართ კორონავირუსი სრულიად არამდგრადია.
„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, ნებისმიერი აუზი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მთავარ მადეზინფექცირებელ საშუალებად ქლორს იყენებს და მის მიმართ სრულიად არამდგრადია კორონავირუსი. რისკი შეიძლება იყოს მხოლოდ გასახდელებში და იქ უნდა შევინარუნოთ მაქსიმალური დისტანცირება, თავი შევიკავოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან და ახლო მანძილზე საუბრისგან. წყალი არანაირ რისკს არ ქმნის“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კომენტარები