საზოგადოება
ეროვნული გამოცდები ჩვეულებრივ ჩატარდება - პრემიერი
2020-05-15 14:30:03
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერმა, კორონავირუსის პირობებში, განათლების სექტორზე მომზადებული პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულებრივ და თარიღები გამოცხადდება ივნისში", - განაცხადა გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
კომენტარები