საზოგადოება
ბაღებში კალაძის მიტანილ დამპალ კარტოფილს და ვაშლს ასე ყრიან ნაგავში
2020-05-15 13:23:57
ჩამოტვირთვა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღებში კალაძის მიტანილ დამპალ კარტოფილს და ვაშლს ნაგავში ყრიან.
მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღში გაფუჭებული პროდუქტი მიიტანეს. საკრებულოს დეპუტატი 153-ე ბაღთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანს ყუთებით საკვები პროდუქტი ნაგვის ურნებთან მიაქვთ.
"ასე იყრება გაჭირვებული ხალხის ფული ნაგვის ურნაში", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები