მსოფლიო
19 ახალი დადასტურებული შემთხვევის ყველა წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია
2020-05-15 12:12:30
როგორც ცნობილია, გუშინ იყო 652 დადასტურებული შემთხვევა და შემოგვემატა 19 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული იყო 383 პირი და მხოლოდ 10 შემთხვევა დაემატა. მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ 393 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
„ამჟამად, ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი დადასტურებული შემთხვევის ყველა წყარო ცნობილია. აქედან 17 ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლასტერია, ძირითადად ორი სოფელია, გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, ხოლო ერთიც საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 404. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები