0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 - Incoterms 2020.

ინკოტერმსი (Inteational Commercial Terms) - საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს.

2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციის სახით - Incoterms 2020. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ნაწილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

ვებინარს ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ინფრასტრუქტურული თუ კერძო პროექტების განხორციელებაში და ასევე, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანიები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები