1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ზუგდიდში გააშვილეს ბავშვი და გვითხრეს, რომ თუ ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მათთან რჩება ბავშვი, მინდობით ოჯახში" - ოჯახი ჩამორთმეული ბავშვის დარუნებას ითხოვს

სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც ჩვილი სამშობიაროში ჩამოართვეს, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან საპროტესტო აქციას გამართავს.

მშობლები წართმეული ბავშვის უკან დაბრუნებას ითხოვენ. აბოვიანების თქმით, ჩვილი სამეგრელოში მინდობით აღზრდის პროცედურის შედეგად, ერთ–ერთ ოჯახში იმყოფება.

აღნიშნული ინფორმაცია მათ იმ სოციალურმა მუშაკმა მიაწოდა, რომელმაც სამი თვის ბარბარე თბილისის რეფერალური ჰოსპიტალიდან მშობლების ნებართვის გარეშე წაიყვანა.

სოციალური აგენტი გვეუბნება, რომ გადაუყვანია ზუგდიდში. გააშვილეს ბავშვი და გვითხრეს, რომ თუ ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მათთან რჩება ბავშვი, მინდობით ოჯახში, - ამბობს ბავშვის დედა.

ბავშვის მამა მშვიდობიან აქციას აანონსებს. ალექსანდრე აბოვიანი ოჯახისთვის შვილის ჩამორთმევას უკანონოდ აფასებს და მოსახლეობას მხარში დგომისკენ მოუწოდებს.

დღეს თუ ჩემს შვილს გაუკეთეს, ხვალ ღმერთმა იცის, ცის გაუკეთებენ. ძალიან ვთხოვ, ყველას, ოპოზიცია იქნება, დაგვიდგნენ გვერდზე და მშვიდობიანი აქცია გავაკეთოთ და მოვითხოვოთ, რომ შვილი მოვიყვანოთ ჩემს სახლში, - ამბობს ბავშვის მამა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები