მსოფლიო
გარდაცვლილ პაციენტს კორონავირუსი 29 აპრილიდან აღარ უდასტურდებოდა – ტურძელაძის განმარტება
2020-05-14 12:02:58
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალი იყო და მას მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ტურძელაძის განმარტებით, 29 აპრილიდან მას კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა.
„81 წლის ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა.
29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”
კომენტარები