1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც სინამდვილეში ჩინური აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტრომ აღარ შეიძინა

ხელშეკრულება, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტები უნდა შეეძინა, შეუსაბამო ხარვეზის აღმოჩენისთანავე შეწყდა. 

ჯანდაცვის ამინისტროს თქმით, ხარვეზი უწყებამ დროულად აღმოაჩინა და იქამდე გაწყვიტა დადებული ხელშეკრულება, ვიდრე სახელმწიფო ტესტებს ოფიციალურად შეიძენდა.

"ტესტები ნაყიდი არ არის. შეუსაბამო ხარვეზი დროულად აღმოჩნდა და ხელშეკრულება მანამდე გაწყდა, ვიდრე ვიყიდიდით," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 24 აპრილის ხელშეკრულებით 30 ათასი სწრაფი ტესტი უნდა შეეძინა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამინისტროსთვის ჰოლანდიური მწარმოებელის 930 000 ლარის ღირებულების ტესტები უნდა მიეწოდებინა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა რომ ტესტები სინამდვილეში არა ჰოლანდიაში, არამედ ჩინეთშია შექმნილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები