საზოგადოება
სართიჭალაში ავარიას ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ემსხვერპლნენ
2020-05-13 02:04:43
ავტოსაგზაო შემთხვევას სართიჭალაში, კახეთის გზაზე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები