1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუდაურში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

 გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს სავარაუდოდ, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.

 ხვალინდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

 ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები