1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, ვისაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს

 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

 „2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ პირველი გადასხმა ასეთი პლაზმის მძიმე პაციენტზე, 83 წლის ქალბატონზე, რომელიც ძალიან მძიმე იყო და რომელთან მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტური გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი გადარჩენა მოხერხდება თუ ვერა, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები