საზოგადოება
დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლები დარჩებიან
2020-05-12 13:20:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები