საზოგადოება
“კალაძემ კი გადაწყვიტა, რომ ჭავჭავაძე მილანს დაამსგავსოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ბოსტანს ემსგავსება იქაურება მარტივი რამის გამო“
2020-05-12 12:30:04
ჭავჭავაძის გამზირი კვლავ გადათხარეს. თბილისის მერიას ვაკეში სანიაღვრე ჭების მოწყობა დაავიწყდა. სამუშაოები კიდევ ერთხელ, ისევ თავიდან დაიწყეს.
ახალდაგებული გზების ხელახლა რეაბილიტაცია, ბიუჯეტს ათასობით ლარი უჯდება. ის თუ როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, მერიას პასუხი არ აქვს.
მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირი კიდევ დიდი ხნით ჩაიკეტოს.
“კალაძემ კი გადაწყვიტა, რომ ჭავჭავაძე მილანს დაამსგავსოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ბოსტანს ემსგავსება იქაურება მარტივი რამის გამო. წელიწადზე მეტია ჭავჭავაძეზე ვერც გზა დააგეს, ვერც მილები დააერთეს ერთმანეთს და ვერთ გაჩერებები მოაწყეს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დამატებით მილიონები უჯდება. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება თუ ვინ გამოაცხადებინა ტენდერი და ვინ აკეთებს იმ სისულელეებს, რაც დღეს დედაქალაქის ცენტრში ხდება” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები