მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-05-12 10:31:01
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414
კომენტარები