მსოფლიო
თენგიზ ცერცვაძე: გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმა ჩვენ უკვე გამოვიყენეთ
2020-05-11 21:15:16
ჩვენ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტთან ერთხელ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა
„ეს გახლავთ 83 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი და ეს პაციენტი ჯერ არ ითვლება, რომ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები