1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვფიქრობდი, ეს ბიჭი როგორ მოკლეს-თქო, „მკვლელის” მიმართ აგრესია გამიჩნდა” – რას იხსენებს კობიაშვილის ადვოკატი

 გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის, მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ.

როდესაც გავიგე გუდაურში მომხდარის შესახებ, მალევე გავრცელდა გარდაცვლილი ახალგაზრდას ფოტოები. ვფიქრობდი, ეს ბიჭი როგორ მოკლეს თქო, „მკვლელის” მიმართ აგრესია გამიჩნდა.

იმავე საღამოს დამირეკეს და მთხოვეს რომ სურდათ ჩემი ერთ საქმეში ჩართვა. როდესაც გავიგე რომ სწორედ გუდაურის საქმეზე ჩართვას მთხოვდნენ.

ვიფიქრე რომ ოჯახის ახლობლებს მხოლოდ ზრდილობის გამო შევხვედროდი და თავაზიანად მეთქვა უარი საქმეში ჩართვის თაობაზე.

არ ვიცოდი საქმის დეტალები. სულ სხვანაირი, არასწორი წარმოდგენა მქონდა მომხდარზე.

შევხვდი ოჯახის ახლობლებს, გავესაუბრე დაკავებულ კობიაშვილს, გავეცანი ვიდეო ჩანაწერებს და ნათლად დავინახე, რომ მერაბ კობიაშვილი იყო აბსოლუტურად უდანაშულო!

ნათლად დავინახე, რომ დადასტურდა იმ ყველაფრის სიმართლე, რაც მერაბ კობიაშვილმა მომიყვა.

საშინელი სანახავი იყო როგორ ლაჩრულად უსწორდებოდა 5-10 კაცი ძირს წაქცეულ ვაჟკაც ადამიანს. როგორ ცდილობდა ის გაცლოდა და როგორ აგრძელებდნენ თავდასხმას.

დავინახე როგორ დააგდეს ძირს (რამდენჯერმე), ურტყეს თავში გამეტებით, აფურთხეს და დაამცირეს.

ნათლად დავინახე როგორ არ მიყვნენ მის სახლთან და ეძებდნენ, მერაბი კი გარდაუვალი თავდასხმის თავიდან აცილებას ფეხის თითში სროლით ცდილობს, როცა შეუძლია უმძიმესი დაზიანებები მიაყენოს თავდამსხმელებს.

ნათლად დავინახე ფეხის თითში სროლის შემდეგაც როგორ გაგრძელდა თავდასხმა, როგორ დაუწყეს იარაღის წართმევა, დაჭრეს, დააგდეს ძირს და მოქცნენ ზემოდან.

სწორედ ამ დროს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ხდება ერთ-ერთის მიმართ სასიკვდილო გასროლის განხორციელება.

ნაცემ და დამცირებულ პროფესიონალ ჯარისკაცს შეეძლო თავიდანვე დაეხოცა თავდამსხმელები, მაგრამ მან არაადამიანური მოთმინება და ჰუმანურობა გამოიჩინა.

გამაოცა მისმა მოთმინებამ. ვერც მე და ვერც ადამიანების 99% ამდენს ვერ მოითმენდა.

ალბათ მის ადგილას თავდასხმის საფრთხეს კი არ დაელოდებოდა და ფეხის თითში კიარ ესროდა, ყველას თავში დაახლიდა ტყიას ამდენი ცემისა და დამცირების მერე.

გუშინ კი გამოვიდნენ დაზარალებულის ადვოკატი (პროკურორთან ერთად) აჩვენა ფეხის თითში სროლის ვიდეო და საზოგადოებას უთხრეს, ტყუილი – მერაბმა სამი ტყვია დაუშინა გარდაცვლილსო.

არ აჩვენა მთავარი- გასროლის კადრი, როცა დაჭრილ მერაბს რომ ზემოდან მოექცნენ და ცემაში კლავენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეზე არ ვსაუბრობდი, რომ გარდაცვლილს შეურაცხყოფა არ მივაყენო, არ მითქვამს არცერთი ტყუილი, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარისგან ამდენი ტყუილი უკვე მიუღებელია.

შეგნებულად არ ვამახვილებდი ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ატყუებდნენ, სცემდნენ ტურისტებს და რა მდგომარეობაში იყვნენ გათამამებული ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციას არაფრად აგდებდნენ.

მერაბ კობიაშვილის საქმეში ჩართვის ერათადერთი მიზანი იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამ საქმეში ჩართვის დროს არ მქონია ფინანსური მოტივაცია, მქონდა და მაქვს მხოლოდ პროფესიისა და სიმართლის სიყვარული.

ყოველთვის მზად ვარ, დავიცვა (თუნდაც სრულიად უანგაროდ) მსგავსი ვაჟკაცი და ღირსეული ადამიანები!
გავაკეთებ ყველაფერს, რომ უსამართლობას არ გავამარჯვებინო!

ამ ბრძოლასაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა დაინახავს შედეგს – გამამართლებელ განაჩენს!

მერაბი გამართლდება, გათავისუფლდება და დაბრუნდება ქართული ჯარის, ქართული სახელმწიფოს სამსახურში!

რაც შემეხება მე- ყველა წინააღმდეგობა და სირთულე უფრო მეტად მაძლიერებს!

დარწმუნებული ვარ, ამ საქმესაც ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, თანამებრძოლებთან ერთად მოვიგებ,“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...