მსოფლიო
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
2020-05-11 13:27:55
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა. „რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, - განაცხადა გაგლოევამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.
კომენტარები