0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეფეს საქართველო“ სახელმწიფოს 40,000 ლარის ღირებულების სწრაფი ტესტებით დაეხმარება

“ნატახტარის მწარმოებელმა” კომპანია „ეფეს საქართველომ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  ფარგლებში, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა.

„ეფეს საქართველო“ აგრძელებს საჭიროებების შესაბამისად ფინანსური რესურსების გამოყოფას და კვლავინდებურად მონაწილეობს  COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. „პირველ რიგში, ჩვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებოდით, ახლა კი ქვეყანაში დადგა ვირუსის სწრაფად გამოვლენის აუცილებლობა და ვცდილობთ ამ საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მთლიანობაში „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 200 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.

კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა; ასევე ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. გარდა ამისა, კომპანია „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად, უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა.  ასევე, კომპანიამ მხარი დაუჭირა  პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, ფინანსურად დაეხმარა ბარმენებს. ბარმენთა ასოციაციის უმუშევრად დარჩენილმა 500-მდე წევრმა სასურსათო ვაუჩერი მიიღო.

„ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც  სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის  აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები