0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ბინის მეპატრონე აზერია, ქართველ მდგმურს დაურეკა და უთხრა….”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანა მოდებაძე-გელაშვილი, წერს:

“რაღაც საოცარი ბედნიერი განწყობა დამეუფლა ძმის ცოლთან საუბრის მერე! ჩემი ძმის ოჯახი თოდრიაზე ქირით არიან ! ორივე ცოლქმარი დარჩნენ უმუშევარნი ! წარმოიდგინეთ აზერი ჰყავთ ბინის მეპატრონე! მან დაურეკა და უთხრა ამ თვის ქირა არ მინდა და პურის ფული გაქვთო?! 

გამეხარდა და უცებ მოვიწყინე იმის გამო რომ ორი ჩემი საუკეთესო აქტივისტიც ესეთ მდგომარეობაშია და ქართველმა მეპატრონეებმა წიხლი დააჭირეს, ან გადაიხდით ან დამიცალეთ ბინაო! ამას იცით რატომ ვწერ?! სოციალურ ქსელში დაბულინგება ხდება სხვადასხვა ეროვნებებზე! ეხლა მითხარით ვიცი კი რომ გაჭირვებაა ვიცი ბევრი ქირის ფულით ცხოვრობს , მაგრამ ადამიანს ადამიანობა მგონია უნდა შერჩეს და საკუთარ თავთან არ უნდა გამოვიდეს უნამუსო! 

მე მადლიერი ვარ ასეთი ადამიანების! ვიცი რომ ბევრმა შეღავათი გაუწია ქირაზე მქირავლებლებს და ასეთებს გეტყვით რომ მართლა გმირებად მიმაჩნიხართ! მადლობა ყველას ვინც კი ელემენტალურად უმსუბუქებთ ადამიანებს ამ გაუსაძლის პერიოდს! უფალმა გადმოგხედოთ! მიყვარს თქვენნაირი ადამიანები! მადლობა ლაშა თქვენს ოჯახს კიდევ მაკას გვერდით დგომისთვის”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები