0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაია ბუწაშვილი - ძალიან სამწუხარო შედეგი დაიდო რემდესივირის კვლევასთან დაკავშირებით

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ძალიან სამწუხარო შედეგი დაიდო რემდესივირის კვლევასთან დაკავშირებით.

ეს ის კვლევაა, რომელიც რეალურად პირველი იყო იმ სახით ჩატარებული, როგორც უნდა ჩატარდეს (ანუ რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი). ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, რატომღაც ამ კვლევის პოზიტიურ შედეგს ველოდით.

კვლევის შედეგები, რაც დაიბეჭდა ჟურნალ ლანცეტში, ამბობს, რომ რემდესივირმა არ გაამჯობესა სიკვდილობის მაჩვენებელი, არ დააჩქარა კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და არც ვირუსის გაქრობის დრო შეცვალა პლაცებო (ანუ საკონტროლო) ჯგუფთან შედარებით.
თუმცა, უცნაური ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები შავით თეთრზე, სრულიად გარკვევით წერია ამ სტატიაში, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამ კვლევამ ძალიან ოპტომისტური შედეგები დადო და რომ მედიკამენტს შეუძლია ვირუსის ბლოკირება. ეს შედეგები, რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს ასე, ამ სტატიიდან არ იკითხება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები