0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკის აპარატი საჩუქრად გადაეცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს საჩუქრად COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR System Machine (მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx) აპარატი საჩუქრად გადაეცა.

„საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისთვის“ - განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული აპარატი ქართველ მედიკოსებს PCR ტესტების სწრაფად და სტანდარტის შესაბამისად ჩატარების რესურსს მნიშვნელოვანდ გაუზრდის” - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები