0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგმა საჯარო ემისიის სახით 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა. 

ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ.  ობილაციების საერთო ღირებულება ამ ეტაპისათვის 58.4 მილიონი ლარია, თუმცა  მომავალში მისი 70 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.   

მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია და შეადგენს  თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%. 

ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელით და ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ინვესტიციის განხორციელება ლიკვიდურ ფასიან ქაღალდში ინვესტორებს მოქნილობას ანიჭებს და მათ საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს. 

„თიბისი კაპიტალის მიერ თიბისი ლიზინგის ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არის  საქართველოში არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ემისია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ეროვნული ბანკიდან. ასევე, ეს არის უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რაც ბაზარზე ხშირად არ ხდება. ობლიგაციები უზრუნველყოფილია სალიზინგო პორტფელით, რაც ინვესტორების საკრედიტო რისკს დამატებით ამცირებს. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა. 

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფასიანი ქაღალდი თიბისი კაპიტალის მეშვეობით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. თიბისი ლიზინგი აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებულ რესურსს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს და ასევე, გაზრდის ლარში მოზიდული რესურსების საერთო მოცულობას, რაც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე. ამასთანავე, თიბისი ლიზინგის მხრიდან განაცხადი საჯარო შეთავაზებაზე იმის დასტურია, რომ  ჩვენი კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის  3 წლიანი უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი, სადაც ინვესტორი უფრო დაცულია,“ - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა.   

თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა განთავსებიდან 3 წელიწადში - 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს. 

ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე 17 მარტს დაამტკიცა, ხოლო განთავსება 20 მარტს განხორციელდა. ტრანზაქცია საქართველოში კოვიდ-19-ის ადრეული გავრცელების პარალელურად დაიხურა, რაც ინვესტორებისა და ეროვნული ბანკის მიერ ოპერატიულად შესრულებული სამუშაოს შედეგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...