0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მარტო მთავარ არხს რომ არ უშვებენ ჯაღმაიძის ბრიფინგებზე, არაფერს გეუბნებათ ზეგადაფუებულ კრიტიკოსებს? მგონი ჩვენს არხზეც მეტყველებს და ვისაც უშვებენ - იმათზეც”

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მარტო მთავარ არხს რომ არ უშვებენ ჯაღმაიძის ბრიფინგებზე, არაფერს გეუბნებათ ზეგადაფუებულ კრიტიკოსებს? მგონი ჩვენს არხზეც მეტყველებს და ვისაც უშვებენ - იმათზეც. მე მაპატიეთ და ეგრეა.

 

ზეგადაფუებულებმა განაგრძეთ ჩვენი აღვირახსნილი და ტუჩაბზუებული კრიტიკა და თან გულები და ლაიქები არიგეთ ვითომ მოკრიტიკე და დიდად მოფარისევლეების მიმართ.

 

ჩვენ ვიბრძვით სწორად, თუნდაც ერთად თავს ლაფი გვასხან ჩვენი სამართლიანი კრიტიკის ობიექტებმა, პანიკისგან რაციონალობადაკარგულმა მოკლემხედველებმა, ზეგადაფუებულმა "ინფლუენსერებმა" და ეკლესიასთან მოკეკლუცე ვითომ მოკრიტიკე ფარისევლებმა.

 

ჩვენ ვიბრძვით სწორად, იმიტომ რომ სწორი მიზანი გვაქვს - საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა, "მოდარაჯე ძაღლობა" და არა ვინმესთან კეკლუცი, ვინმეს მოწონების დამსახურება, ან ვინმეს წრეგადასული ნერვული სისტემის დაცხრობა.

 

ჩვენ ვიბრძვით სწორად, ჩვენ ვთანამშრომლობთ კრიტიკით და ასე გავაგრძელებთ "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები