0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვაკის აგროჰაბთან მოწყობილია "წითელი ჯვრის" კუთხე. თბილისის მერია ან კალაძე საერთოდ რა შუაშია ამ ქველმოქმედებასთან?"

პრესა.ჯის დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ვაკის აგროჰაბთან მოწყობილია "წითელი ჯვრის" კუთხე.

მიდიან ადამიანები, ყიდულობენ პროდუქტებს და ტოვებენ აქ, რათა "წითელი ჯვარმა" სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს გადასცეს.

ხოდა, ეს თბილისის მერია ან კალაძე საერთოდ რა შუაშია და რატომ ილინკებიან ამ ქველმოქმედებასთან?

 

წარმოიდგინეთ, შენ, ამ ეკონომიკური კრიზისის დროს ყიდულობ პროდუქტს და მიგაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია "წითელ ჯვართან", რომელსაც დებენ პარკებში და ამ პარკებს მიკრული აქვს თბილისის მერიის სტიკერი.

ანუ შენი ფულით კალაძე იკეთებს პიარს, პანდემიის დროსაც კი.

შესაბამისად, როდესაც ეს პროდუქტი მიდის ადგილზე, მოხუცი და სოციალურად დაუცველი ხედავს თბილისის მერიის ლოგოიან პარკს, სადაც პროდუქტები აწყვია..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები