მსოფლიო
„ვისოლმა“ საწვავზე ფასეის 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს
2020-03-26 16:32:32
„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს ჯამში დიზელზე 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს. საწვავზე ფასების კლება გასული თვის შუა პერიოდში დაიწყო და შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ლარის გაცვლითი კურსი და ნავთობრპოდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასები კლებას თანმიმდევრულად განაგრძობენ. დამატებით, „უნიქარდის“ მფლობელებმა „ვისოლის“ ქსელში ყოველდღიურად ლიტრ საწვავე 10 თეთრი, ხოლო უქმე დღეებზე 15 თეთრი დანაზოგით ჯამურად 36-41 თეთრამდე ფასდაკლება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია „ვისოლი“ უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოს ნავთობსექტორში.
„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის ეკოს საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.
კომენტარები