მსოფლიო
სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციაზე ფასები უცვლელი რჩება
2020-03-25 16:06:50
სს „ნიკორას“ განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ყველა ბრენდი, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს, ფასებს არ ზრდის.
„ინტერპრესნიუსი“ სს „ნიკორას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, რადგან ნედლეულის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჰოლდინგში შემავალი ყველა ჩვენი შვილობილი კომპანია თავის წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ინარჩუნებს აქამდე არსებულ ფასს და არც გეგმავს გაძვირებას” - განაცხადეს სს „ნიკორაში“.
სს „ნიკორა“ საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: „ნიკორა“-ხორცპროდუქტები, „მზარეული“-ნახევარფაბრიკატები, „ოკეანე“-თევზეული, „დღის პროდუქტი“-რძის ნაწარმი, „პალომა“-ნაყინი, „პანე“-პურ-ფუნთუშეული, „24 სალათი“-მზა საკვები.
კომენტარები