ბიზნესი
რე|ბანკის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე და ტოპ|ქარდზე
2020-03-20 16:26:52
ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.
25 მარტის ჩათვლით რე|ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან სესხით მოსარგებლეებს და გააცნობენ საშეღავათო პერიოდის პირობებს.
საშეღავათო პერიოდი სესხებზე:
რე|ბანკის ყველა მსესხებელს მიეცემა საშუალება 3 თვით დააპაუზოს მიმდინარე სესხი და გადახდები განაახლოს 3 თვის შემდეგ.
აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელი არც ძირს გადაიხდის, არც პროცენტს. საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხა - ძირიც და პროცენტიც - გადანაწილდება სესხის გახანგრძლივებულ ვადაზე.
საშეღავათო პერიოდი ტოპ|ქარდზე:
ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს რე|ბანკი უპრეცედენტო საშეღავათო პირობებს სთავაზობს:
მომხმარებლები 1 ივლისამდე სრულად თავისუფლდებიან რეკომენდებული ანდა მინიმალური შენატანისგან.
1 ივლისის შემდეგ კი დავალიანება, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდში (1 ივლისამდე) დამატებითი ნავაჭრის თანხა, მომდევნო 6 თვეზე სრულიად უპროცენტოდ გადაუნაწილდებათ.
საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ასევე შეეძლება ყველას, ვინც ტოპ|ქარდს 1 ივლისამდე აიღებს.
აღნიშნული შეღავათი განსაკუთრებით ზრდის მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას, საშუალებას აძლევს, რეალურად უპროცენტოდ გადაავადოს დანახარჯის დაფარვა, რაც შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომენტარები