0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ.

 

საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას  თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ. 

 

1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელს;

2. რომელ პროდუქტებს შეეხება?

საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

·   იპოთეკური სესხები

·   სამომხმარებლო სესხები

·   სასწრაფო სესხი

·   ავტო სესხები

·   განვადება

·   საკრედიტო ბარათები

·   ოვერდრაფტი

·   ლომბარდი

·   სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;

 

3. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?

საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;

4. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;

5. თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?

ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;

6. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;

7. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

8. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

9. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?

არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

11. რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?

ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში - არც ერთზე;

თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი;  ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;

12. არის თუ არა შესაძლებელი არ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით ?

შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან და მოხდება ეტაპობრივად;

თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, 16 მარტიდან დაგიკავშირდებათ თქვენი პირადი ბანკირი და თქვენი სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა. თუ თქვენ სარგებლობთ თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრებით, დაგიკავშირდებათ სტატუს ცენტრის ოპერატორი და სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა.

13. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?

თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);

ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);

14. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის ჩართვის შესახებ?

16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

16 მარტიდან მოხდება, ასევე, დაკავშირება სტატუსის მომხმარებლებთანაც. ცვლილება განხორციელდება დისტანციურად მეილით, ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით და არ იქნება საჭირო ბანკში მოსვლა;

15. ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?

იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

16. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...