0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

AppGallery – HUAWEI-ს ახალი პლატფორმა, რომელიც 1,700-ზე მეტ აპლიკაციას აერთიანებს

24 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ ვირტუალურ პრეზენტაციაზე, კომანია HUAWEI-მ, ახალ 5G  პროდუქტებთან ერთად, აპლიკაციების საკუთარი მარკეტი, AppGallery-ც წარადგინა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზეა და ჯამში 1,700-ზე მეტ აპლიაკციას აერთიანებს. 

უნდა აღნინიშნოს, რომ HUAWEI AppGallery-ში თავმოყრილ სწრაფ, ხარისხიან და ინოვაციურ აპლიკაციებს არ სჭირდებათ ინსტალაცია და ამასთან მოიხმარენ მინიმალურად მცირე მეხსიერებას. AppGallery-ში ინოვაციური  კატეგორიის აპლიკაციებში, გაერთიანებული სწრაფი პროგრამები გათვლილია  5G ქსელისთვის ადაპტრირებულ მოწყობილობებზე.   
„იგრძენი და აკონტროლე შენი უსაფრთხოება  -  ეს ყოველთვის იყო ჩვენი ფილოსოფიის საწყისი,“ - აღნიშნავს რიჩარდ იუ,  HUAWEI-სმომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. „ტოპ პრიორიტეტებში დავსახეთ, ჩვენს ყველა ბიზნესში კონფიდენციალურობის და კიბერ უსაფრთხოების დაცვა, რასაც საკმაოდ მკაცრად  მივსდევთ კიდეც, შესაბამისად ჩენი AppGallery-ც მოხმმარებელთა უსაფრთხოების სრულ გარანტიას ითვალისწინებს.“

AppGallery გვთავაზობს ვერიფიკაციის მაღალ დონეს, რათა დაიცვას მომხმარებელთა მონაცემები. ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემები - არასდროს გავა HUAWEI-ს მოწყობილობის გარეთ, რაც მომხმარებელს, პერსონალურ ინფორმაციაზე სრული კონტროლის საშულაებას აძლევს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტი  ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდესს მედია კომპანიასთან (NEWS UK)  კოლაბორაციით იქმნება, რაც მკვეთრად განსაზღვრავს  კონტენტის მაღალ ხარისხს.  

AppGallery-ს სწრაფი და უფასო მომსახურება დაფუძნებულია ე.წ. „სწრაფ აპლიკაციებზე“ (Quick Apps), კერძოდ კი შეიქმნა აპლიკაციების ახალი ეკოსისტემა,  რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ძლიერ ფუქნციონალს და ავტომატურ განახლებებს HTML5 გვერდისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, აპების ნაკლები მოცულობა, რაც მინიმალურად ათვისებულ  მეხსიერებას გულისხმობს ეს განასხვავებს ამ პროდუქტს სხვა  პროგრამებისგან -  მომხმარებლებს 1GB-იან სივრცეში შეუძლიათ მიიღონ და განათავსონ 2000-ზე მეტი სწრაფი აპლიკაცია - 20 სტანდარტული აპლიკაციის ნაცვლად.გარდა ამისა, აპლიკაციების გადმოტანა სმარტფონის ეკრანზე გაცილებით მარტივად, ყოველგავრი ინსტალაციის გარეშე არის შესაძლებელი უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HUAWEI მთელი მსოფლიო მასშტაბით,  მომხმარებლების დაცვის მიზნით, უკვე წლებია აქტიურად ქმნის სანდო მობილური აპლიკაციის ეკოსისტემას და  პიონერია უსაფრთხოების ახალი სისტემების მიმართულებით, რომელიც მოიცავს დეველოპერების რეალური სახელის გადამოწმებას, 4 საფეხურიანი განხილვის პროცესს, ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის დროს უსაფრთხოების დაცვას, ასევე უსაფრთხო აპლიკაციების ოპერაციების პრევენციის მექანიზმს.  

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...