ბიზნესი
HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ფოტოგრაფიაში
2020-02-24 16:52:50
დღეს უამრავი ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებაში, შესაძლებლობა აქვს ყოველ წელს დომინირდეს DxOMark-ის შეფასებებში და არასდროს დაუხევია უკან, როგორც ლიდერს მობილურ ფოტოგრაფიაში.
სულ ახლახანს, კომპანია HUAWEI-მ ბიუჯეტური მოდელების ბაზარზე პოზიციის გასამყარებლად მომხმარებელს განახლებული P30 lite წარუდგინა, რომელიც ინარჩუნებს ყველა იმ პრიორიტეტულ მახასიათებელს, რაც მას კონკურენტებთან მიმართებაში გააჩნდა, ამავდროულად, გვთავაზობს EMUI 9.1-ს და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, კამერის გაუმჯობესბულ მახასიათებლებს. ეს კი, ერთგვარი ინოვაციაა ბიუჯეტური სმარტფონების ინდუსტრიაში.
გაუმჯობესებული 48MP-იანი ძირითადი და 32MP-იანი წინა კამერა, საბოლოო ჯამში გადაღების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა. HUAWEI P30 lite ასევე, საუკეთესო არჩევანია „სელფის“ პროფესიონალებისთვისაც, რადგან ახლა უკვე შესაძლებელია, ღამეშიც კი ისეთივე თვალისმომჭრელი სელფი გადაიღოთ, როგოც დღის შუქზე. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი 32MP-იანი წინა კამერა, ამოიცნობს თქვენს სახეს, თავად განსაზღვრავს სინათლის დონეს და უზრუნველყოფს უფრო სუფთა გამოსახულებას დაუბალანსებელი ფონური განათების ან ღამის წვეულების დროს.
8 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო ხედვის ლინზის მქონე HUAWEI P30 lite-ით შეძლებთ შთამბეჭდავი პეიზაჟები და ჯგუფური ფოტოები ყოველგავარი დანაკარგის, შორ მანძლზე წასვლის და ვინმეს კადრს მიღმა დატოვების გარეშე დააფიქსიროთ.
2 მეგაპიქსელიანი სიღრმის ამომცნობი ლინზა უზრუნველყოფს ბუნებრივ ბლარს და შტამბეჭდავ პორტრეტულ რეჟიმს. შორის.
HUAWEI P30 lite აღჭურვილია AL 3D სილამაზის ალგორითმით, რაც უზრუნველყოფს მასშტაბურ გამოსახულებას, მაღალ გარჩევადობას და ნათელ-ავთენტურ ფერებს. დღეს, 32 MP-იანი წინა კამერითა და 48MP-იანი ძირითადი კამერით, განახლებული P30 lite თავის საფასო კატეგორიაში ერთ-ერთ უკონკურენტო სმარტფონს წარმოადგენს. სმარტფონი, რომლის ფასიც 999 ლარია, ერთდროულად პასუხობს ახალგაზრდა თაობის ყველა ძირითად მოთხოვნას.
შეგახსენებთ, რომ P30 Lite-ის ძველი ვერსია, 2019 წლის დასაწყისში გამოვიდა და კომპანიას საკმაოდ, დიდი გაყიდვებიც მოუტანა.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები