0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექტი

10 რჩეული ბოლნური ღვინო -„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია

 „Teliani Collection” თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აერთიანებს.

 „თელიანი ველისა“ და მცირე მარნების გაერთიანებული ძალებით, გამორჩეულ და იშვიათ ქართულ ღვინოებს მსოფლიო გაიცნობს და შეაფასებს.

„ღვინის ხალხის“ კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მოგვითხრობს მის ისტორიას.

პირველი კოლექცია 10 ბოლნური ღვინისგან შედგება:

ალიოშა კაპანაძის 2017 და 2018 წლის მოსავლის „რქაწითელი“ - პროფესიით ინჟინერისთვის, ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც იგი შვილებთან ერთად აგრძელებს.

ნიკა ჩოჩიშვილის „ჩინებული“ - პროფესიით სამხედრო ლოჯისტმა, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს.

ლევან ბანძელაძის „რქაწითელი“ და „ასურეთული შალა“ – 37 წლის აუდიტმა, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია.

ავთანდილ უგრეხელიძის „რქაწითელი“ -  35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება.

გოჩა ლიპარტელიანის „ასურეთული შავი“ - გოჩა პროფესიით ეკონომისტია, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული.

ვახტანგ ჩაგელიშვილის „თავკვერი“ - 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციულ მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს.

გია დევნოზაშვილის „საფერავი“ -  პროფესიით იურისტია, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე.

მამა მაკარის „საფერავი“ - სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოყავს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინოები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მისი დაგემოვნება შეეძლებათ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ღვინის ენთუზიასტებს.

ყოველწიურად, „Teliani Collection-ში“ გაერთიანებული ღვინოები, სხვადასხვა ნიშნით შეირჩევა, პროექტის მონაწილე მეღვინეებს კი საშუალება ექნებათ  შეხვდნენ ღვინის სპეციალისტებს და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეღვინეობებს.

პროექტისა და პირველი კოლექციის პრეზენტაცია 20 თებერვალს, თბილისის ღვინის მუზეუმში გაიმართა, სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ღვინო და გასაუბრებოდნენ პროექტის მონაწილე მეღვინეებს.

„ღვინის ხალხი“ საქართველოში მომავალი კვირიდან გაიყიდება და მისი შეძენა მომხმარებლებს ღვინის მაღაზიებში შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...