0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ გამოგრჩეთ - HUAWEI Y9s უკვე საქართველოშია

რა სჭირდება მომხმარებელს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას სმარტფონისგან? როგორც ჩანს, კომპანია HUAWEI-ში ამაზე პასუხი ყველაზე კარგად  იციან., რადგან ახალი Y9s, თავისი დიზაინითა და მახასიათებლებით,  სწორედ რომ ახალგაზრდების მოთხოვნებს პასუხობს - დახვეწილი დიზაინი, გამძლე ელემნტი, სწრაფი და ძლიერი პროცესორი, დიდი მეხსიერება, სამმაგი კამერა და ულტრა ფართო ეკრანი, ჩარჩოს გარეშე. მონაცემებთან ერთად ახალი მოდელის ფასიც, ისეა გათვლილი რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომაც  ეს ბიუჯეტური სმარტფონი ამჟამად, HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, 899 ლარი ღირს.

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ HUAWEI Y9s-ის მახასიათებლები და დავიწყოთ კამერაზე საუბრით. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერათა სისტემა მოიცავს,  48MP-იან ძირითად ლინზას, 8MP-იან ულტრა ფართო ხედვის  და 2 MP-იან სიღრმის ამომცნობ ლინზას.  რაც შეეხება წინა კამერას, HUAWEI-ს ინოვაციური pop-up კამერა აქაც გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა კამერის სმარტფონის პანელში დამალვის ხარჯზე, ეკრანიც უფრო გაზრდილია.

უკეთ რომ განვმარტოთ, ე.წ. პოპ-აპ კამერა, ეს არის სმარტფონის პანელში ჩაშენებული მოძრავი ლინზა, რომელიც ავტომატურად ამოდის, როდესაც კამერას სელფის რეჟიმში ვრთავთ და კამერის გათიშვის შემთხვევაშიც მყისიერადვე ჩადის -  სმარტფონის კორპუსში. ეს გარკვეულწილად მინიმუმამდე ამცირებს წინა კამერის დაზიანების შანსს. რაც შეეხება ეკრანს, 6,59 ინჩიანი LCD ფართო ხედვის ეკრანი, როგორ უკვე აღვნიშნეთ,  წინა კამერის ადგილის გამოთავისუფლების ხარჯზე უფრო გაზრდილია და შესაბამისად უფრო დიდ გამოსახულებასაც გვთავაზობს. ტრადციულად, HUAWEI-მ იზრუნა მომხმარებელთა კომფორტზე და სმარტფონი   სპეციალური კითხვის რეჟიმით აღჭურვა, ე.წ. ლურჯი   ნათების  საწინააღმდეგო ტექნოლოგიასთან ერთად, რომელიც  თქვენს მხედველობას დაზიანებისგან იცავს.

 

Y9s-სში გვხვდება HUAWEI-ს კიდევ ერთი ინოვაცია - გვერდითა ღილაკი ორმაგი ფუნქციით, რაც იმას გულისხმობს, რომ ტელეფონის განბლოკვისა და ჩართვა/გამორთვის ფუქნცია ახლა გვერდითა, მარჯვენა ღილაკშია გაერთიანებული.

 

ხელოვნური ინეტელქტის ალგორითმი, ყველა დამწყებ და მოყვარულ ფოტოგრაფს შესაძლებლობას აძლევს გადაიღოს  სუფთა, ნათელი და მკვეთრი ფოტოები  ყოველგავრი წითელთვალებიანი პორტრეტების და გაბლარული სახეების გარეშე. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კამერა თავად ამოიცნობს გადასაღებ ობიექტს, განსაზღვრავს ფოკუსს,  სინათლის დონეს, ფერებს და ჩრდილებს, შესაბამისად გამოსახულებაც არაფრით ჩამოუვარდება პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრებს.  

 

ამასთან, მოდელი გამოირჩევა ფლაგმანური სმარტფონებისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხით - HUAWEI Y9s-ის დიზაინის შექმნისას, გამოიყენეს ტრენდრული ფერები და უნიკალური ტექსტურა, რაც სმარტფონს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს.

 

 

 

ყველა უპირატესობასთან ერთად, ახალი HUAWEI Y9s გამძლეობითაც გამოირჩევა, რაც მისი 4000 მლ. ამპერიანი ელემენტის დამსახურებაა.


რომ შევაჯამოთ HUAWEI Y9s წარმოადგენს საუკეთესო მახასიათებლებისა და მძლავრი მონაცემების ერთგვარ ერთობლიობას, სადაც ერთმანეთს ერწყმის, როგორც დახვეწილი დიზაინი ისე ინოვაციური, ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერათა ერთობლიობა, შთამბეჭდავი გამოსახულება და გამძლე ელემენტი.

 

 

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები